ლაზარე კუპატაძე ეროვნული ლიგის კლუბში გადადის? | დეტალები » სპორტის ხაზი

ლაზარე კუპატაძე ეროვნული ლიგის კლუბში გადადის? | დეტალები

ლაზარე კუპატაძე ეროვნული ლიგის კლუბში გადადის? | დეტალები
31-12-2022, 11:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გახსოვთ, დინამო ბათუმმა კონფერენს ლიგაზე განცდილი კრახის შემდეგ, გუნდიდან ურთიერთშეთანხმებაზე დაყრდნობით, ლაზარე კუპატაძე გაუშვა.

რამდენიმეთვიანი უგუნდოდ ყოფნის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ მეკარეს ეროვნული ლიგის გუნდი ეპატიჟება.

საქმე გორის დილას ეხება, რომელმაც უახლესი ცნობების მიხედვით, კონტრაქტი ლაზარე კუპატაძეს უკვე შესთავაზა, თუმცა გორელებმა ფეხბურთელისგან უარი მიიღეს.

მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ გორელებმა გაუმჯობესებული პირობები ლაზარეს მორიგ ჯერზე შესთავაზონ იმ იმედით, რომ ქართველ მეკარეს დაითანხმებენ. საგულისხმოა ისიც, რომ ლაზარეს გარდა, გორის დილას კავშირები მიხეილ ალავიძესთანაც აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი