ფრანგული მედია: "ზურიკო დავითაშვილი ნამდვილი ცეცხლია! " » სპორტის ხაზი

ფრანგული მედია: "ზურიკო დავითაშვილი ნამდვილი ცეცხლია! "

ფრანგული მედია: "ზურიკო დავითაშვილი ნამდვილი ცეცხლია! "
31-12-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

'ბორდომ' ლიგა 2-ის მე-17 ტურის შეხვედრა 'სოშოსთან' 2:1 მოიგო და წელი მეორე ადგილზე დაასრულა. ამ გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, რომელმაც ულამაზესი გოლი შემოგვთავაზა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, Webgirondins-მა ყველა მოთამაშე შეაფასა და 21 წლის ქართველი შემტევის მატჩი ასე შეაფასა:

"ზურიკო დავითაშვილი ნამდვილი ცეცხლია! მან ცივსისხლიანად შესანიშნავი გოლი გაიტანა. მას შემდეგ, რაც ჩემპიონატი განახლდა, ძალიან აქტიურია. მიმდინარე სეზონში ეს დავითაშვილის მეორე გოლია. ჩვენ მისგან კიდევ მეტს ველით."

ზურიკოს გამოსვლას გამოცემა ouest-france გამოეხმაურა, რომელმაც მისი ტექნიკა და სისწრაფე განსაკუთრებულად გამოარჩია:

"ზურიკო დავითაშვილმა გაიბრწყინა. ქართველმა მარცხენა ფლანგელმა, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა, თავისი სიჩქარითა და ტექნიკით ყველა აიძულა, მასზე ელაპარაკა."


გუშინდელი გამარჯვებით 'ბორდომ' ამ გამარჯვებით სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და სატურნირო ცხრილში კონკურენტ 'სოშოს' გაუსწრო. ახლა გუნდი მხოლოდ 'ჰავრს' ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი