VIDEO: მოზარდი გიორგი ჭანტურიას საოცარი გოლი ბარსელონას თამაშზე » სპორტის ხაზი

VIDEO: მოზარდი გიორგი ჭანტურიას საოცარი გოლი ბარსელონას თამაშზე

VIDEO: მოზარდი გიორგი ჭანტურიას საოცარი გოლი ბარსელონას თამაშზე
31-12-2022, 23:50
Aa Aa
გაზიარება:

ქართულ ფეხბურთზე საუბრისას, ბევრი ისეთი დეტალის გახსენება შეგვიძლია, რაც ამ უკანასკნელს ყოველთვის ახასიათებდა.

სწორედ ერთ-ერთი მათგანია ნიჭიერი ქართველი მოთამაშეების მთელი ნუსხა, რომლებმაც საოცარი მონაცემების მიუხედავად, დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს.

ალბათ, მსგავსი ქართველი ფეხბურთელებისა და მიზეზების ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ამისთვის ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება. უბრალოდ, ინტერნეტში არსებობს აუცილებლად სანახავი კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორი პოტენციალის მქონე მოზარდი იყო გიორგი ჭანტურია, რომელიც ბარსელონას აკადემიაში იმყოფებოდა და კლუბის თამაშზე გოლი ლიონელ მესის სტილში გაიტანა - იხილეთ ვიდეო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია 3 წლის განმავლობაში ნიდერლანდურ ვიტესში თამაშობდა და ეს იყო პერიოდი, როდესაც ჭანტურიას ყველაზე მეტად ულხინდა. სამწუხაროდ, 29 წლის ასაკში, გიორგი ჭანტურიას საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული აქვს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი