"ხვიჩას სკუდეტოს მოგებაში გადამწყვეტი როლის თამაში სურს" | CALCIONAPOLI » სპორტის ხაზი

"ხვიჩას სკუდეტოს მოგებაში გადამწყვეტი როლის თამაში სურს" | CALCIONAPOLI

"ხვიჩას სკუდეტოს მოგებაში გადამწყვეტი როლის თამაში სურს" | CALCIONAPOLI
31-12-2022, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ჩვეულებრივ ტრადიციად გვექცა მსოფლიო პრესის ყოველდღიური შემოწმება, რადგან უეჭველად ვიცით, რომ იქ, ხვიჩა კვარაცხელიაზე მომზადებული სტატია დაგვხვდება.

სწორედ ასე, CALCIONAPOLI, რომელიც სახელიდან გამომდინარე კონკრეტულად ნაპოლიზეა ორიენტირებული, ქართველ ფეხბურთელზე წერს და ამბობს, რომ ხვიჩას ნაპოლისთვის სკუდეტოს მოგებაში გადამწყვეტი როლის თამაში სურს:

"ეჭვგარეშეა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ნაპოლის მაისურთან ერთად მოგვევლინება. ნეაპოლის მთელი მოსახლეობის სურვილი ახლა ისაა, რომ ქართველმა გარემარბმა კვლავ ისე ეფექტურად ითამაშოს, როგორც ეს სეზონის პირველ ნახევარში იყო. ცხადია, მისია იოლი არ არის, თუმცა გადამწყვეტი როლის თამაში თავად ფეხბურთელის გამძაფრებულ სურვილს შეუძლია."

"ხვიჩა კვარაცხელიას სურვილია, რომ ნაპოლისთვის სკუდეტოს მოგებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანოს. ზამთრის ამხანაგურ შეხვედრებში, ჩვენ ვნახეთ ბიჭი, რომელიც თავისი რეალური სახისგან განსხვავდებოდა და შედარებით მოწყენილიც კი იყო. თუმცა, როგორც Tuttomercatoweb.com იტყობინება, ნაპოლი ხვიჩას კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს, მანამდე კი, კვარაცხელია მწვანე მინდორზე იქნება ორიენტირებული."
- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 4 იანვარს, ინტერთან სან სიროზე დაპირისპირებით განაახლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი