ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია თავის შვილის მიმართ არსებულ ბულინგს ეხმაურება და კომენტარს აკეთებს.
„ხვიჩა დღეს რომ დიდ ფეხბურთს თამაშობს, არის თავად ხვიჩას დამსახურება. კი, ჩემი პატარა წვლილი მიმიძღვის, სწორ გზაზე ვაყენებ, მაგრამ თვითონ მას უნდოდა ფეხბურთი... დღეს კი ჩემს ოჯახსა და ხვიჩაზე ერთი ა - გვაგინებენ...
სულ აბულინგებენ, პატრიარქს არ უნდა შეხვედროდაო... პოლიტიკური პარტიის წევრი უნდა იყოო. ხვიჩას ეს საერთოდ არ აინტერესებს. ბავშვია მაინც, მისმა მენტალიტეტმა რომ ვერ გაუძლოს? მეშინია“, - ამბობს ბადრი კვარაცხელია.