რამდენიმე თვის წინ, გადაცემა სარბიელში სტუმრად იმყოფებოდა ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია, რომელმაც მისი შვილის შესახებ სახალისო ისტორია გაიხსება:
"იმ დღეს, ტელევიზორის საყიდლად წავედით, სახლში გვინდოდა მეორე ტელევიზორი, ხვიჩამ კი კეპკა, სათვალე, პირბადე, თითქმის ყველაფერი მოირგო, მაგრამ ქუჩაში მაინც იცნეს. რას ვიზამდით? - ვერც მივედით იმ ტელევიზორებამდე, ავდექით და წამოვედით უკან." - ბადრი კვარაცხელია.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ ნაპოლის მაისური მიმდინარე სეზონში ჯამში 22-ჯერ მოირგო და თავის გამოჩენა 10 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით მოახერხა.