ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში რამდენიმე თვეა იმყოფება, თუმცა 21 წლის შემტევის ხასიათმა, საფეხბურთო ხედვამ და გულშემატკივრებში მეორე სუნთქვის გახსნამ მას ნეაპოლში დიდი პოპულარობა მოუტანა.
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იტალიის ერთ-ერთ ქუჩაზე მომხდარ სცენარს აღწერს.
"იტალიაში ვარ და მოვდივარ მაღაზიიდან. დავინახე ბავშვები და რო შევხედე ეს გვარი წავიკითხე, მართლა ამეტირა სიამყის და სიხარულისგან"