"საკუთარ ნათქვამს არ ასრულებ" - რუსი მებრძოლის შეურაცხყოფა მერაბ დვალიშვილს » სპორტის ხაზი

"საკუთარ ნათქვამს არ ასრულებ" - რუსი მებრძოლის შეურაცხყოფა მერაბ დვალიშვილს

"საკუთარ ნათქვამს არ ასრულებ" - რუსი მებრძოლის შეურაცხყოფა მერაბ დვალიშვილს
3-11-2024, 11:28
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის რუსი მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვი ჩემპიონ მერაბ დვალიშვილზე პროვოკაციული კომენტარების კეთებას არ ეშვება.

ამჯერად ნურმაგომედოვმა ქართველ მებრძოლს უთხრა, რომ სიტყვის კაცი არ არის და საკუთარ ნათქვამს არ ასრულებს.

თუ რაღაცას იტყვი, შემდეგ მას არ შეასრულებ, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ლაპარაკს? თუ შენ ქამრის დაცვას არ აპირებ, მაშინ მე სხვასთან ვიჩხუბებ, ფულს გამოვიმუშავებ და სახელსაც გავიზრდი.

ნამდვილი ჩემპიონი ისაა, ვისაც ყველასთან ჩხუბი შეუძლია და არა ის, ვინც მეტოქეების შერჩევითაა დაკავებული.

- ამბობს ნურმაგომედოვი დვალიშვილზე.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი ისეთ მეტოქეს ეძებს, რომელსაც ჩემპიონობის რეალური დამსახურება ექნება, ქართველის აზრით კი უმარ ნურმაგომედოვს აქამდე ჯერ გზა გასავლელი აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი