UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს უმარ ნურმაგომედოვს ცოტა ხნის წინ ბრძოლა ჩაენიშნა და სონგ იადონგის შეხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დვალიშვილს სხვასთან ბრძოლა ან გარკვეული დროით მოცდა მოუწევს.
რთულია იმის თქმა, ვინ იქნება მერაბის მომდევნო მეტოქე, თუმცა ამ მოცემულობით ორი რეალური ვარიანტია - შონ ომალისთან რემატჩი, რომელზეც ორივე მებრძოლი თანახმაა და დეივესონ ფიგერედოსთან ჩხუბი, რომელზეც მერაბი შონთან გამარჯვების შემდეგ ამბობდა, რომ უმარზე მეტად მასთან ბრძოლის ინტერესი ჰქონდა.
ერთი სიტყვით, გადამწყვეტი სიტყვა მაინც UFC-სა და მერაბ დვალიშვილზეა.