"ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იქნება" - რამაზ სვანაძე ხორვატიასთან მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იქნება" - რამაზ სვანაძე ხორვატიასთან მატჩის წინ

"ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იქნება" - რამაზ სვანაძე ხორვატიასთან მატჩის წინ
გუშინ, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატიის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩები 15 და 19 ნოემბერს გაიმართება. პირველ შეხვედრას, რამაზ სვანაძის გუნდი 15 ნოემბერს შინ ითამაშებს.

აღნიშნული დაპირისპირების წინ, რამაზ სვანაძემ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარიც გააკეთა.

"ხორვატია ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით კი მისი ახალგაზრდული სექტორი, უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელით.

რა თქმა უნდა წინ რთული მატჩები გველოდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი შანსები მოგვეცემა, რომელთა მაქსიმალურად გამოყენებასაც ვეცდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იქნება, თუ როგორი განწყობით შევხვდებით უშუალოდ ამ თამაშებს.

მერჩივნა პირველი თამაში გასვლაზე გვეთამაშა, მაგრამ ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა აღარააქვს, ფაქტია პირველ შეხვედრას სახლში ვითამაშებთ, ყველაფერი კი საპასუხო მატჩში გადაწყდება
", - განაცხადა სვანაძემ.

ცნობისთვის, ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ხუთჯერ აქვს ასპარეზობა მიღებული, მათ შორის, ბოლო სამ ფინალურ ტურნირზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი