ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება.
მატჩები 11-19 ნოემბრის ინტერვალში გაიმართება. პირველ მატჩს, ჩვენი ახალგაზრდული შინ ითამაშებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ჩრდილოეთ მაკედონია დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა - ამ გამარჯვებით, რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.