UFC-ში ქართველი მებრძოლების წარმატების მატებასთან ერთად, იზრდება იმ მებრძოლების რაოდენობაც, რომლებსაც მათთან ბრძოლა სურთ და საამისოდ ე.წ ბინძურ საუბრს (Trash Talk) მიმართავენ.
ამ საუბრებში ხშირად ახსენებენ საქართველოს და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქართველი მებრძოლების სამშობლო უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს, სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება ამავე ორგანიზაციის მერბძოლი გიგა ჭიკაძე.
"ყველას გაფრთხილებთ! მოეშვით საქართველოს ხსენებას თქვენი ბინძური პირიდან!", - წერს გიგა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს დაძაბული სიტუაცია შემდეგ მებრძოლებთან აქვთ - კონორ მაკგრეგორი, უმარ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი და ბელალ მუჰამედი.