26 ოქტომბერს ილია თოფურია ქამრის დაცვას მაქს ჰოლოუეისთან შეეცდება.
ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ჰოლოუეის მიმართავს და ილიას დამარცხებას სთხოვს.
"ეშმაკსაც წაუღია თოფურია - ესპანეთი მისი კი არა, ჩემი სამშობლოა! კარგად იცის, რომ მისი სახლი არა ესპანეთში, არამედ სულ სხვაგან არის ამიტომ მაქს, წარმატებებს გისურვებ და მიუჩინე ილიას თავისი ადგილი", - განაცხადა კონორმა.
შეგახსენებთ, კონორსა და ილიას შორის ურთიერთობა რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა, როდესაც მებრძოლებმა სხვადასხვა ინტერვიუებში ერთმანეთზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრეს.