პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა გურულმა საქართველოს მე-4 მედალი მოუტანა - ქართველი მოკრივე ნახევარფინალში კუბელთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ამ მომენტისთვის საქართველოს 4 მედალი აქვს, 1 ოქრო (ბექაური), 2 ვერცხლი (გრიგალაშვილი/სულამანიძე) და 1 ბრინჯაო (გურული), რითაც 26-ე ადგილს იკავებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სპორტსმენთა დიდი ნაწილი კვლავ გამოსასვლელები არიან, სავარაუდოა რომ რეიტინგში კიდევ უფრო დავწინაურდებით.