პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ილია სულამანიძემ ფინალური დაპირისპირება აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევისთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
აღნიშნული მედალი, ქართული დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქვეყნების რეიტინგში კარგ პოზიციებს ვინარჩუნებთ.
საქართველოს 3 მედალი აქვს, 1 ოქრო (ბექაური) და 2 ვერცხლი (გრიგალაშვილი/სულამანიძე), რითაც მე-16 ადგილს იკავებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სპორტსმენთა დიდი ნაწილი კვლავ გამოსასვლელები არიან, სავარაუდოა რომ რეიტინგში კიდევ უფრო დავწინაურდებით.