15 წლის ანდრია ბართიშვილზე უკვე დიდი დაკვირვება მიმდინარეობს, რასაც Football Talent Scout-ის სტატიაც მიუთითებს.
ანდრია დინამო თბილისის აკადემიის წევრია, რომელსაც აქამდე არაერთი ქართველი ტალანტი დაუყენებია გზაზე (კვარა, მამარდა, ჩაკვე, ზურიკო და ა.შ).
ახალგაზრდა ფეხბურთელი 17-წლამდე ნაკრების ლიდერია, მისი უპირატესობა კი სისწრაფე, ტექნიკა, ბურთის კონტროლი და კიდევ მრავალი სხვა გახლავთ.
FTS-ის თქმით, ანდრიას პლეიმეიკერისთვის უამრავი კარგი თვისება აქვს, დროთა განმავლობაში კი მის მიმართ ინტერესი უფრო გაიზრდება.