ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია - ქართველმა ძიუდოისტმა სამშობლოს ამ ოლიმპიადაზე პირველი, ვერცხლის მედალი მოუპოვა.
ფინალში ახალგაზრდა ძიუდოისტი მოქმედ ჩემპიონ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.
აღნიშნული მედალი, ქართული დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქვეყნების რეიტინგში საგრძნობლად დავწინაურდით და 25-ე ადგილზე გადავინაცვლეთ.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სპორტსმენთა დიდი ნაწილი კვლავ გამოსასვლელები არიან, სავარაუდოა რომ რეიტინგში კიდევ უფრო დავწინაურდებით.