ლეო მესის "ინტერ მაიამი" MLS-ის პლეი-ოფებში ვერ გავიდა.
ლეოს გუნდმა "ცინცინატი" ვერ დაამარცხა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა. მესი მოედანზე 55-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა მატჩი ვერ გადაარჩინა.
შესაბამისად, ლეო მესი 4 თვე იუქმებს - პლეი-ოფში ვერ გასული გუნდებისთვის კი ახალი სეზონი თებერვლამდე არ დაიწყება.
ამის კვალობაზე, მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - შეიძლება მესი იჯარის წესით ცოტა ხნით ევროპაში კვლავ ვიხილოთ, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდეს. ასეთი პრეცენდენტი აქამდე ტიერი ანრისა და დევიდ ბექჰემის შემთხვევაში უკვე გვქონდა.