"დევიდ ბექჰემი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ იყო" - "ჩელსის" ყოფილი მცველი » სპორტის ხაზი

"დევიდ ბექჰემი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ იყო" - "ჩელსის" ყოფილი მცველი

"დევიდ ბექჰემი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ იყო" - "ჩელსის" ყოფილი მცველი
30-09-2022, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მცველმა, კერძოდ ჯეისონ კანდიმ დევიდ ბექჰემზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიო კლასის მოთამაშე არ იყო და არც ინგლისის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრას იმსახურებს:

"დევიდ ბექჰემის ინგლისის ნაკრებში თამაში ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა და ვიტყოდი, რომ გაიწელა კიდეც. ვაღიარებ, რომ ბექჰემს საუკეთესო ჩაწოდება ჰქონდა, მაგრამ მასზე უკეთესი პასი ჰარი კეინს აქვს და ბექჰემის გუნდში ყოფნას მირჩევნია, რომ სტერლინგი მყავდეს, რომელსაც უფრო მეტი გოლი გააქვს. საქმე ისაა, რომ ბექჰემი პომპეზური ფეხბურთელი იყო, რის გამოც არავის ავიწყდებოდა. როგორ ფიქრობთ, ფილ ფოდენი პომპეზურია? - ჩვენ არც კი გვინახავს მისი მსგავსი საქციელი და ვფიქრობ, რომ ფილი უფრო კრეატიულია, ვიდრე დევიდი. ჩემი აზრით, ბექჰემი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ იყო და არც ინგლისის საუკეთესოთა ნაკრებში იმსახურებს მოხვედრას. მეტიც, მიმაჩნია, რომ ბექჰემი საუთგეიტის გუნდშიც კი ვერ მოხვდებოდა", - ჯეისონ კანდი.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემმა ინგლისის ნაკრებში 115 შეხვედრა გამართა, სადაც 17 გოლისა და 42 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. გარდა ამისა, დევიდმა 5 დიდ სანაკრებო ფორუმზე ითამაშა და საბერძნეთს გაუტანა გოლი ჯარიმიდან, რისი წყალობითაც ინგლისის ნაკრები 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი