"ნეაპოლელი ხალხი ამას მაიძულებს"- ოსიმენი » სპორტის ხაზი

"ნეაპოლელი ხალხი ამას მაიძულებს"- ოსიმენი

"ნეაპოლელი ხალხი ამას მაიძულებს"- ოსიმენი
1-10-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენი ნიგერიელების საქციელს გამოეხმაურა, რომლებიც ბოლო დღეებში "ნაპოლის" სოციალური ქსელის გვერდებზე კომენტარებს სისტემატურად წერენ და ნეაპოლელებს რასიზმში ადანაშაულებენ.

"2020 წელს "ნაპოლიში" გადასვლა გენიალური გადაწყვეტილება იყო, ნეაპოლელებმა ჩემს მიმართ იმხელა სიყვარული და სითბო გამოავლინეს, ჩვენს შორის არავის ჩადგომას დავუშვებ. ნეაპოლელები მაიძულებენ, რომ ყოველთვის მთელი სულითა და გულით ვითამაშო, ხოლო მაისურის სიყვარული ურყევია, რადგან სიამაყით ვიცვამ.

ნეაპოლელი ხალხზე გავრცელებული ბრალდებები ტყუილია, ბევრი ნეაპოლელი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემი ოჯახის და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდნენ. ვაფასებ ნიგერიელებს და ყველას, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა, დიდი მადლობა, სამუდამოდ მადლობელი ვიქნები".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი