"ის რასისტი გერმანიაში გადადის?" - ფანების კომენტარები მამარდაშვილის ბაიერნში ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

"ის რასისტი გერმანიაში გადადის?" - ფანების კომენტარები მამარდაშვილის ბაიერნში ტრანსფერზე

"ის რასისტი გერმანიაში გადადის?" - ფანების კომენტარები მამარდაშვილის ბაიერნში ტრანსფერზე
1-06-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნი ახალი მეკარის ძიებაშია, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი გიორგი მამარდაშვილის დამატებაა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა, კომენტარების სექციაში კი პოტენციურ ტრანსფერს სხვადასხვაგვარად აფასებენ:

ეს რასისტი, რომელმაც ვინისიუსს შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა გერმანიაში მიჰყავთ?

არა, ბაიერნი მასში 35 მილიონ ევროს უბრალოდ არ გადაიხდის

ის დასრულებული ფეხბურთელია

ბაიერნში არა, ჩელსიში წავიდეს, იქა მაინც ყველაფერს და ყველას ყიდულობენ, რაც კი სუნთქავს

ის შესანიშნავი მეკარეა და ნოიერის ხელში გაზრდა კიდევ უფრო შეეძლება

ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და სამეკარეო ტალანტია

ის საშუალო დონის მეკარეა, ვინც მას შეიძენს, ის კლუბი დასამარდება

- წერენ ფანები მსოფლიოს მასშტაბით.

როგორც ჩანს, ბევრ გულშემატკივარს გიორგი მამარდაშვილის უნარების შესახებ წარმოდგენა ჯერ საერთოდ არ აქვს, ქართველმა მეკარემ კი ამისთვის ევრო 2024 უნდა გამოიყენოს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი