ვლადიმერ გუცაევი : "პსჟ-ში ტრანსფერი ხვიჩასთვის წინსვლა იქნება" » სპორტის ხაზი

ვლადიმერ გუცაევი : "პსჟ-ში ტრანსფერი ხვიჩასთვის წინსვლა იქნება"

ვლადიმერ გუცაევი : "პსჟ-ში ტრანსფერი ხვიჩასთვის წინსვლა იქნება"
1-06-2024, 21:45
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი და საქართველოს პირველი არხის საფეხბურთო ექსპერტი, ვლადიმერ გუცაევი გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ხვიჩა კვარაცხელიას და პსჟ-ს შორის არსებულ სატრანსფერო მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ტრანსფერი ქართველისთვის წინსვლა იქნება.

"თუ ხვიჩა პარი სენ-ჟერმენში გადავა, ჩემი აზრით, ეს ერთგვარი ტრამპლინი იქნება, რომ შემდეგ მართლაც ტოპკლასის გუნდში მოხვდეს."

გუცაევის მოსაზრებას საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, კახა გოგიჩაიშვილიც დაეთანხმა:იმის გათვალისწინებით, რომ წელს „ნაპოლი“ ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს, პსჟ-ში გადასვლა წინსვლა იქნება, რადგან ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უდიდესი მოტივაციაა. „პარი სენ-ჟერმენი“ უფრო შემტევი გუნდია და ხვიჩას საშუალება ექნება, პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს“.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ფრანგული კლუბის პირველი, 110 მილიონიანი წინადადება დაბლოკა, თუმცა როგორც მედიაში წერენ, პარიზელები ახალ წინადადებას უახლოეს დღეებში გააგზავნიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი