"პსჟ" დანებებას არ აპირებს - ახალი შეთავაზება "ნაპოლის" ხვიჩას სანაცვლოდ » სპორტის ხაზი

"პსჟ" დანებებას არ აპირებს - ახალი შეთავაზება "ნაპოლის" ხვიჩას სანაცვლოდ

"პსჟ" დანებებას არ აპირებს - ახალი შეთავაზება "ნაპოლის" ხვიჩას სანაცვლოდ
1-06-2024, 21:08
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებისა, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არ გაყიდის, პსჟ დანებებას არ აპირებს.

FootMERCATO კი ამ მოვლენების საპირისპიროდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ფრანგული ქლუბი ქართველი შემტევის სანაცვლოდ პარტენოპეის ახალი წინადადებით მიმართავს.

წყაროს თქმით, საუბარია 120 მილიონ ევროზე, რომლის გადახდასაც პარიზში ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ თანხმდებიან.

დიდია იმის ალბათობა, რომ იტალიურმა გუნდმა ეს წინადადება უარყოს, რადგან ნეაპოლელებს "კვარადონას" გაყიდვა არ სურთ, თუ ფეხბურთელის გაშვებაზე დადგება საკითხი, გუნდი მის სანაცლოდ მინიმუ 150 მილიონ ევროს ითხოვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი