რას წერენ პსჟ-ს ფანები კვარაცხელიას შესახებ? » სპორტის ხაზი

რას წერენ პსჟ-ს ფანები კვარაცხელიას შესახებ?

რას წერენ პსჟ-ს ფანები კვარაცხელიას შესახებ?
1-06-2024, 17:51
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ"-ში გადასვლას დათანხმდა.

რა თქმა უნდა, პარიზელ ქომაგებს ქართველი ფეხბურთელისადმი თავიანთ აზრი აქვთ, რაც სოციალურ ქსელში გამოხატეს.

"ის მბაპეს კარგი შემცვლელი იქნება ".

"ნამდვილად კარგი ტრანსფერი გამოუვათ თუ ყველაფერი კარგად კარგად დასრულდა... შესაძლოა "პსჟ"-მ საბოლოოდ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა"

"კონტემ ის თუ დაკარგა და მასთან ერთად ოსიმენიც, ვერაფერს მოიგებს"

" ოსიმენიც წამოაყოლეთ, მის გარეშე კვარა ნაგავია "

"ძალიან კარგი სეზონი არ ჰქონდა, მაგრამ მისი პროფილი მბაპესას ჰგავს. დიდი ვარკსვლავი გარედან და თავმდაბალი შიგნით".

"მისი სახელის დამახსოვრება რთულია და ზედმეტსახელის მოფიქრება მოგვიწევს, თუმცა ვერ ვიცდი როდის მოვა, რომ "პსჟ"-ს ლეგენდა გახდეს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი