ავთანდილ ხურციძე, ცნობილი როგორც "ჩაქუჩა", რინგზე 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და პირველი ბრძოლა ჰუგო ექსნერის წინააღმდეგ გამართა.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, - იხილეთ ვიდეო
ცნობისთვის, ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ იორკში შედგა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 44 წლის ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს, რაც მან გარკვეული პერიოდის წინ გულშემატკივარს თავადვე გააგებინა.