ციხიდან გამოსულმა ავთანდილ ხურციძემ სპორტული კარიერის განახლების შესახებ კომენტარი გააკეთა:
"აშშ-ს მთავრობა ძალიან ნერვიულობდა არ დავკარგულიყავი და სამაჯურით გამომიშვეს. ეს პრობლემა არ არის. ქამრები მალე დაბრუნდება, თუმცა საქართველოს სახელით ვეღარ ვიასპარეზებ."
"სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი და ამერიკას ლტოლვილად ჩავბარდი. თუ აქ დასჭირდებათ, ამერიკის დროშით გამოვალ. რა თქმა უნდა ქართველ ხალხს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა", - თქვა ხურციძემ.