VIDEO: კუტალიას ულამაზესი ჯარიმა - ქართველი ბომბარდირებში მეორე ადგილზეა » სპორტის ხაზი

VIDEO: კუტალიას ულამაზესი ჯარიმა - ქართველი ბომბარდირებში მეორე ადგილზეა

VIDEO: კუტალიას ულამაზესი ჯარიმა - ქართველი ბომბარდირებში მეორე ადგილზეა
26-08-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ალაშკერტის ქართველმა შემტევმა სომხეთის ჩემპიონატში ნოას გაუტანა, ხოლო დავით ხურციძემ საგოლე გადაცემა შეასრულა და ქართველებმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის დამარცხებაში მთავარი როლი ითამაშეს 3:1.

სომხეთის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ორივე ქართველი ალაშკერტის ძირითად შემადგენლობაში იყო – ხურციძემ შეუცვლელად ითამაშა, კუტალია კი 88-ე წუთზე შეცვალეს და გოლთან ერთად ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

დავით ხურციძის გადაცემით „ალაშკერტმა“ მე-7 წუთზე პირველი გოლი გაიტანა, ხოლო ლევან კუტალიამ ნოას კარი მე-60 წუთზე აიღო და გუნდი 2:0 დააწინაურა. გამოცდილმა ქართველმა ფორვარდმა საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა და ბურთი ცხრიანში იდეალურად ჩაახვია.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი