"სწორედ ამას ვითხოვ ჩემი გუნდისგან" - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"სწორედ ამას ვითხოვ ჩემი გუნდისგან" - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი

"სწორედ ამას ვითხოვ ჩემი გუნდისგან" - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
23-09-2023, 00:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ გამართა.

მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 სექტემბერს, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

"თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, თუმცა თურქეთის ნაკრები ძლიერი და ამ ჯგუფის საუკეთესო გუნდია. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, გვქონდა შანსები და სწორედ ამას ვითხოვ ჩემი გუნდისგან. ვიცით, რომ ნაბიჯ-ნაბით უნდა განვვითარდეთ. ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. მართალია, წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მოედანზე რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.

სამ დღეში ლუქსემბურგთან გვაქვს რთული თამაში და ძალების აღდგენა უნდა მოვასწროთ. განსხვავებული თამაში იქნება, მეტოქეს ძლიერი შეტევა ჰყავს და თავს თუ კარგად დავიცავთ, მოგების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი სურვილი ყოველთვის გამარჯვების მოპოვებაა".
- განაცხადა ირის ანტმანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.