ნორვეგიული გამოცემა : "საქართველო სუსტი მეტოქე იყო, ოთხი მომენტი ცოტაა" » სპორტის ხაზი

ნორვეგიული გამოცემა : "საქართველო სუსტი მეტოქე იყო, ოთხი მომენტი ცოტაა"

ნორვეგიული გამოცემა : "საქართველო სუსტი მეტოქე იყო, ოთხი მომენტი ცოტაა"
13-09-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს გამარჯვების შემდეგ ცნობილმა ნორვეგიულმა გამოცემამ Verdens Gang (vg.no)-მა აღნიშნული შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველოს დონის მეტოქესთან მხოლოდ ოთხი რეალური მომენტის შექმნა ცოტაა.

წყარომ ასევე გამოარჩია ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელის, ანტონიო ნუსას თამაში, რომელმაც საქართველოსთან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები და გულშემატკივრები ამა თუ იმ ფეხბურთელს ნაადრევად მოიხსენიებენ დიდ ვარსკვლავად. იორდანიისა და საქართველოს ნაკრებები, შესაძლოა, ძლიერი მეტოქეები არ იყვნენ, მაგრამ მაინც გავბედავთ და ვიტყვით: ამ მატჩებში გამოჩნდა, რომ 18 წლის ანტონიო ნუსა მომავალი მსოფლიო ვარსკვლავია. ბევრი კარგი, სწრაფი, ძლიერი და ჭკვიანი ფლანგის მოთამაშე ვიცით, მაგრამ 18 წლის, არც ისე ბევრი. ჩვენ შეიძლება საქართველოსთან ანტონიო ნუსას სახით ახალი ვარსკვალვი ვნახეთ.

ქართველების წინააღმდეგ მატჩში მან პირველ ტაიმში ისე დაატერორა მეტოქის დაცვა, რომ მცველი (გოჩოლეიშვილი) შეცვალეს. ასე გაგრძელდა მეორე ნახევარშიც მანამ, სანამ 70-ე წუთზე ნუსა არ შეცვალეს და ქართველებმაც ამოისუნთქეს. შესაძლოა, ნუსას შეცვლა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნაკრები ბოლოს ქულის გადარჩენასთან ახლოს იყო.

პირველი ტაიმში ანტონიომ ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის სიმშვიდე უზრუნველყო – მან ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ჰალანდმა და ოდეგორმა კი გაიტანეს
.


ნორვეგიული გამოცემა : "საქართველო სუსტი მეტოქე იყო, ოთხი მომენტი ცოტაა"

საქართველოს კარი გუშინ ერლინგ ჰოლანდმაც აიღო

სოლბაკენს თავდასხმაში X-ფაქტორის მქონე მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ მოულოდნელად დარტყმა, დისბალანსის შექმნა და, რა თქმა უნდა, გოლის გატანა. საქართველოსთან მატჩში სწორედ ასეთმა ფეხბურთელებმა გადაარჩინეს ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც წინა საღამოს, პრესკონფერენციაზე, უამრავი უსიამოვნო კითხვა დაუსვეს.

ქართველებს მეორე ტაიმის შუა ნაწილამდე გატანის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ორი მომენტი შექმნეს და ერთი გამოიყენეს. ნორვეგია მთლიანობაში არ იყო დამაჯერებელი, რადგან საკმაოდ სუსტი მეტოქის წინააღმდეგ, მხოლოდ ოთხი საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა კარგია, რომ ნაკრებმა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ სტალე სოლბაკენის გუნდი ევრო 2024-ზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.
"
- წერს გამოცემა.

ამ გამარჯვების შემდეგ ნორვეგიამ 7 ქულით მესამე პოზიცია გაიმყარა. მეორე ადგილზე ესპანეთის ნაკრებია 9 ქულით, ხოლო ჯგუფს ერთპიროვნულად შოტლანდია ლიდერობს 15 ქულით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.