"ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო" - ნორვეგიელი ვუნდერკინდის კომენტარი საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო" - ნორვეგიელი ვუნდერკინდის კომენტარი საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ

"ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო" - ნორვეგიელი ვუნდერკინდის კომენტარი საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ
13-09-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ოსლოში, საქართველოს ნაკრების (2:1) დამარცხებისა და სამი ქულის მოპოვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ნორვეგიელების ვუნდერკინდმა, ანტონიო ნუსამ გააკეთა, რომლის ორი საგოლე გადაცემითაც ერლინგ ჰალანდმა და მარტინ ოდეგორმა გაიტანეს და ნორვეგიას მოაგებინეს.

ბრიუგეს შემტევმა მანამდე იორდანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაიტანა, მაგრამ საქართველსოთან წარმატებული ოფიციალური დებიუტით სიხარული არ დამალა.

"წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ძალიან მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ. საერთოდ, ადვილია ისეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაში, როგორებიც ჰალანდი და ოდეგირი არიან. ჩვენ მოედანზე ერთმანეთს იოლად ვპოულობდით. მათ გვერდით გამოსვლა სახალისოც იყო და სასიამოვნოც. კიდევ უფრო ის მახარებს, რომ პირველივე შეხვედრაში მათ გოლის გატანაში დავეხმარე.

ვცდილობთ, ნორვეგიის ნაკრების თამაში უფრო სანახაობრივი გავხადოთ. დღეს შედეგისა და სანახაობის კარგი ნაზავი მივიღეთ. ეს ჩემთვის კარგი თამაშია, ახლა უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე იორდანიასთან გატანილი გოლის შემდეგ." – განუცხადა ნუსამ TV 2-ს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ნორვეგია 7 ქულით მესამე ადგილზე რჩება. მეორე ადგილზე ესპანეთის ნაკრები იმყოფება, ხოლო პირველ პოზიციას მყარად შოტლანდიის ნაკრები იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.