ლევ იაშინის ჯილდო - ვინ მოხვდა ნომინანტებს შორის? » სპორტის ხაზი

ლევ იაშინის ჯილდო - ვინ მოხვდა ნომინანტებს შორის?

ლევ იაშინის ჯილდო - ვინ მოხვდა ნომინანტებს შორის?
7-09-2023, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

ლევ იაშინის, რომელიც ერთადერთი მეკარეა, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული, სახელობის ჯილდოს "ფრენს ფუტბოლი" 2019 წლიდან სეზონის საუკეთესო მეკარეს გადასცემს.

2019 წელს ამ ჯილდოს "ლივერპულის" მეკარე ალისონ ბეკერი დაეუფლა, 2020 წელს დაჯილდოება კორონავირუსის გამო ჩაიშალა, 2021 წელს დონარუმამ ედუარდ მენდის და იან ობლაკს აჯობა, ხოლო 2022 წელს ჯილდოს მფლობელი ტიბო კურტუა გახდა.

ცნობილმა გამოცემამ Goal.com-მა საკუთარი ნომინანტები დაასახელა:

• ბონო ("სევილია" , "ალ ჰილალი" , მაროკო)
• კურტუა ("რეალი" , ბელგია)
• მენიო ("მილანი" , საფრანგეთი)
• ტერ შტეგენი ("ბარსელონა" , გერმანია)
• ედერსონი ("მან. სიტი , ბრაზილია)
• მარტინესი ("ასტონ ვილა" , არგენტინა)
• ონანა ("ინტერი" , "მან. იუნაიტედი" , კამერუნი)


დაჯილდოება მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.