16 წლის იამალი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში » სპორტის ხაზი

16 წლის იამალი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში

16 წლის იამალი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში
2-09-2023, 16:19
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ სექტემბერში გასამართი სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გულშემატკივრის ყურადღებას ყველაზე მეტად 16 წლის დებიუტანტი, ლამინე იამალი იქცევს.

იამალი "ბარსელონას" აღზრდილია, კატალონიელთა შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე სამჯერ ითამაშა და ორი საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა, რამაც, რა საკვირველია, მიიქცია ესპანელთა მწვრთნელიც ყურადღებაც და ესპანეთში დაბადებული ახალგაზრდა მთავარ ნაკრებშიც იხმო.

დე ლა ფუენტეს რჩეული 24 ფეხბურთელი საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებებთან მატჩებისთვის

მეკარეები: უნაი სიმონი, კეპა არისაბალაგა, დავიდ რაია;

მცველები: დანიელ კარვახალი, სესარ ასპილიკუეტა, რუბინ ლენორმანდი, დავიდ გარსია, პაუ ტორესი, ემერიკ ლაპორტი, ალეხანდრო ბალდე, ხოსე გაია;

ნახევარმცველები: როდრი, გავი, მარტინ ზუბიმენდი, მიკელ მერინო, ალექს ბაენა, ფაბიან რუისი;

თავდამსხმელები: ალვარო მორატა, ხოსელუ, მარკო ასენსიო, დანი ოლმო, ლამინე იამალი, ნიკო უილიამსი, აბელ რუისი.

ცნობისთვის, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 8 სექტემბერს, დინამო არენაზე, 20:00-ზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი