დღეს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაა - ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია » სპორტის ხაზი

დღეს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაა - ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია

დღეს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაა - ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია
31-08-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე.

ტრადიციულად, ამ სტადიაზე 32 გუნდი ითამაშებს. წილისყრამდე ისინი ოთხ კალათაში გაანაწილეს. პირველ კალათაში მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონები, აგრეთვე TOP 6 ჩემპიონატის გამარჯვებულები. დანარჩენ სამ კალათაში გუნდები განაწილდნენ უეფა-ს საკლუბო რეიტინგის მეშვეობით.

I კალათა: ნაპოლი ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ფეიენოორდი, სევილია, ბენფიკა;

II კალათა: რეალი, პორტუ, დორტმუნდი, ლაიპციგი, ატლეტიკო, ინტერი, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი;

III კალათა: შახტარი, ზალცბურგი, მილანი, ბრაგა, ლაციო, ცრვენა ზვეზდა, კოპენჰაგენი, ეინდჰოვენი;

IV კალათა: ანტვერპენი, სელტიკი, გალათასარაი, იანგ ბოიზი, ლანსი, სოსიედადი, უნიონი, ნიუკასლი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯგუფური ეტაპის წილისყრა 31 აგვისტოს მონაკოში გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.