ლოჩოშვილმა "კრემონეზეს" მოაგებინა - გელაშვილი "სპეციას" განაცხადში მოხვდა » სპორტის ხაზი

ლოჩოშვილმა "კრემონეზეს" მოაგებინა - გელაშვილი "სპეციას" განაცხადში მოხვდა

ლოჩოშვილმა "კრემონეზეს" მოაგებინა - გელაშვილი "სპეციას" განაცხადში მოხვდა
31-08-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხურთელების გუნდებმა სერია B-ში მორიგი შეხვედრები ჩაატარეს, მაგრამ მესამე ტურის მატჩებში მოედანზე „ჯვაროსნებიდან“ მხოლოდ ერთმა ითამაშა.

იტალიაში გადასული ივა გელაშვილი სპეციას განაცხადში პირველად მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა. ქართველი მცველის გუნდი კატანძაროს ესტუმრა და 3:0 დამარცხდა.

პირველ ორ ტურში უთამაშებლობის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება წარმატებული გამოდგა. მისი გუნდი ტერნანას ესტუმრა. კრემონელების საქმე 61-ე წუთზე გართულდა, როდესაც ცენტრალურ მცველს, ლუკა რავანელის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენეს და მოედნიდან გააძევეს.

კაცნაკლული კრემონეზე დაცვაში არ ჩამჯდარა და 4 წუთში დაწინაურდა. მთავარი კი ისაა, რომ ეს გოლი ლუკა ლოჩოშვილის აქტიურობას მოყვა – ქართველი მცველის დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი მასიმო კოდამ გაიტანა.

სერია B-ში გამართული მე-3 ტურის შემდეგ სპეცია მხოლოდ ერთი ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო კრემონეზე სეზონში პირველი გამარჯვებით მე-9 ადგილზე დაწინაურდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.