"ატლანტა იუნაიტედი" სახლში დამარცხდა - ლობჟანიძემ 32 წუთი ითამაშა » სპორტის ხაზი

"ატლანტა იუნაიტედი" სახლში დამარცხდა - ლობჟანიძემ 32 წუთი ითამაშა

"ატლანტა იუნაიტედი" სახლში დამარცხდა - ლობჟანიძემ 32 წუთი ითამაშა
31-08-2023, 11:42
Aa Aa
გაზიარება:

საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნიტედმა სახლში აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, ცინცინატი მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ატლანტელების სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის ატლანტა 1:0-ის იგებდა - მე-10 წუთზე ცინცინატის კარი ედვინ მოსკერამ აიღო და მასპინძლები დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ გათამაშების ლიდერი გააქტიურდა და თამაშის დასასრულს ატლანტას კარი ორჯერ აიღო - 75-ე წუთზე ანგარიში ლუჩანო აკოსტამ ეფექტური დარტყმით გაათანაბრა, ხოლო თამაშის მიწურულს ბრანდონ ვასკესმა ცინცინატს გამარჯვება მოუტანა.

წაგების მიუხედავად, „ტლანტა იუნაიტედი 27 ტურის შემდეგ 41 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა და ამ პოზიციიის შენარჩუნებით, ქართველის გუნდი პლეი ოფში ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.