"ჩემი პერფორმანსით ბედნიერი ვარ" - ლობჟანიძის კომენტარი გატანილი გოლის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ჩემი პერფორმანსით ბედნიერი ვარ" - ლობჟანიძის კომენტარი გატანილი გოლის შემდეგ

"ჩემი პერფორმანსით ბედნიერი ვარ" - ლობჟანიძის კომენტარი გატანილი გოლის შემდეგ
27-08-2023, 11:14
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ატლანტა იუნაიტედში პირველი თამაში ჩაატარა და ულამაზესი გოლიც გაიტანა. ატლანტამ ნეშვილი 4:0 გაანადგურა, საბამ კი ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

87-ე წუთზე ლობჟანიძემ არგენტინელ თავდამსხმელ, ტიაგო ალმადასთან ფანტასტიკური კომბინაცია გაითამაშა და ქუსლით ბრწყინვალე გოლი შეაგდო.

მატჩის დასრულების შემდეგ ლობჟანიძემ მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა : "ყველამ კარგად ვითამაშეთ. ჩემი პერფორმანსით ბედნიერი ვარ. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო"

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ატლანტას ამ გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 ქულა დაუგროვდა და მე-6 ადგილზეა. ამერიკული გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს, კონფერენციის ლიდერ, ცინცინატისთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი