მანჩესტერ სიტის ახალგაზრდა ფეხბურთელი კოულ პალმერი მანჩესტერიდან კარიერას ჩელსიში გააგრძელებს, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა.
დეტალები : 21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ "ლურჯები" ქალაქელებს 52 მილიონს გადაუხდიან. ფეხბურთელი რამდენიმე საათში ლონდონში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
გეტყვით, რომ პალმერი სიტის აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში ინგლისელმა 41 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და ამასთან 2 საგოლე გადაცემაც მიიწერა.