ნორვეგიამ საქართველოსთან მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია » სპორტის ხაზი

ნორვეგიამ საქართველოსთან მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია

ნორვეგიამ საქართველოსთან მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია
29-08-2023, 20:27
Aa Aa
გაზიარება:

ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებმა მოახლოებული მატჩებისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა - სტალე სოლბაკენის გუნდი 7 სექტემბერს ამხანაგურ თამაშში იორდანიას უმასპინძლებს, 12-ში კი, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო შეხვედრაში მეტოქე საქართველო იქნება.

ყველა დიდ ყურადღებას რა თქმა უნდა მანჩესტერ სიტის ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი იქცევს. გამოსარჩევია ასევე არსენალის კაპიტანი, მარტინ ოდეგორი და ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ლეო ესტეგორი.

ნორვეგიამ საქართველოსთან მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია

სოლბაკერმა ნორვეგიის შემადგენლობა დაასახელა

"ალბათ, იფიქრეთ, რომ იორდანიის თამაში მათთვის იყო, ვინც საქართველოს წინააღმდეგ თამაშს არ აპირებდა, მაგრამ ზოგიერთმა მოთამაშემ, რომელთა გამოყენებასაც საქართველოს წინააღმდეგ ვაპირებ, შესაძლოა იორდანიასთან 45, 60 ან 90 წუთი ითამაშონ."

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, საქართველომ და ნორვეგიამ ბათუმში ფრედ, 1:1 ითამაშეს. იმ შეხვედრაში გოლების გატანა ალექსანდერ სორლოთმა და გიორგი მიქაუტაძემ მოახერხეს. ტრამვის გამო არ უთამაშია ერლინგ ჰოლანდს.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში 3 მატჩში 4 ქულით მე-2 ადგილი უკავია, ნორვეგია კი 4 თამაშში 4 ქულა აქვს და მესამეზეა. ლიდერი შოტლანდიაა, რომელმაც ოთხივე მატჩი მოიგო და აქტივში 12 ქულა გააჩნია, ესპანეთი კი 3 ქულით მეოთხეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.