"აიაქსმა ახალი სუარესი დაიმატა" - ბელგიური გამოცემის მთავარი რედაქტორი მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

"აიაქსმა ახალი სუარესი დაიმატა" - ბელგიური გამოცემის მთავარი რედაქტორი მიქაუტაძეზე

"აიაქსმა ახალი სუარესი დაიმატა" - ბელგიური გამოცემის მთავარი რედაქტორი მიქაუტაძეზე
29-08-2023, 20:09
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძე კარიერას 80 % - ით აიაქსში გააგრძელებს. ბოლო ინფორმაციით ფეხბურთელი ამსტერდამში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტსაც გააფორმებს.

ახალგაზრდა ფორვარდზე VoetbalPrimeur-თან დადებითად ისაუბრა ბელგიური გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, დაან სლიჯერმა, რომელმაც გიორგი ლუისს სუარესს შეადარა:

მიქაუტაძის ისტორია ისეთივე უჩვეულოა, როგორც აიაქსში მიყვანილი ფეხბურთელის, სვენ მისლინტატის შესყიდვის პოლიტიკა. ლიონის ოლიმპიკის ახალგაზრდულ აკადემიაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, მისი კარიერა თითქოს დასასრულს მიუახლოვდა. თუმცა, მეცმა მისი აყვანა გადაწყვიტა და ფრანგულმა კლუბმა 2020 წელს იჯარით გაუშვა ბელგიურ სერინგში, სადაც მიქაუტაძე ორი სეზონით დარჩა.

"ჩვენ ის ბელგიაში რა თქმა უნდა არ დაგვივიწყებია“ - უთხრა სლინჯერმა VoetbalPrimeur-ს მიქაუტაძეზე. ორ სეზონში მან 28 გოლი გაიტანა სერაინგში. სეზონის სტარტი ქართველს მართლად იდეალური ჰქონდა. ამის შემდეგ ის თითქოს ჩაიკარგა, თუმცა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სერაინგში მიქაუტაძე უნაყოფო მინდორზე აყვავებული ვარდი იყო. გუნდი უარესდებოდა და უარესდებოდა. დრო იყო მიქაუტაძე დაბრუნებულიყო საფრანგეთში, სადაც ჟორჟი ხელახლა დაიბადა. სერაინგი ქართველის წასვლის შემდეგ დაქვეითდა. უცნაურია, რომ მისი სახელი არასოდეს ყოფილა ნახსენები ბელგიურ ტოპ-კლუბებში. მე ყოველთვის უცნაურად და სამარცხვინოდ მიმაჩნდა, რადგან ეს არის ფეხბურთელი, რომელიც იდეალურად ჯდება ბელგიურ სტანდარტებში.

"აიაქსმა ახალი სუარესი დაიმატა" - ბელგიური გამოცემის მთავარი რედაქტორი მიქაუტაძეზე

მიქაუტაძე მეცის ლიდერად ჩამოყალიბდა

მეცსში დაბრუნებისთანავე, პირველ სეზონში, მიქაუტაძე ლიგა 2-ის MVP გახდა 23 გოლით და 8 საგოლე გადაცემით. ის გუნდის ლიდერი იყო, თუმცა ფაქტი იყო, რომ ის მეცს მალევე დატოვებდა. ბევრი კლუბი ინტერესდებოდა მისით, თუმცა აიაქსმა შეძლო და ფეხბურთელი დაითანხმა.

მოქნილი, ფეთქებადი, მიზანმიმართული, ტექნიკური : მიქაუტაძის თვისებებს ბოლო დღეებში ფართოდ აფასებენ. სლინჯერი მას აღწერს, როგორც "დრიბლინგის ბიჭს". ის იტანს ყველა კუთხიდან და პოზიციიდან. - "ის იმდენად შეყვარებულია ბურთზე, იმდენად იტაცებს დრიბლინგი მას, რომ ზოგჯერ ავიწყდება, რომ მოედანზე მის გვერდით თანაგუნდელებიც არიან (იცინის)."

"4-3-3 არ მგონია იდეალური სქემა მიქაუტაძისთვის, რადგან მას ურჩევნია მოძრაობა და სირბილი. ბელგიაში ის ორ თავდამხსმელიან სისტემაში თამაშობდა.

დიახ, მიქაუტაძეს ლუისს სუარესს შევადარებ, ურუგვაელის პირველ სეზონს აიაქსში. ფეხბურთელი, რომელიც დაგეშილია, სურს გოლის გატანა და სურს იყოს ლიდერი. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მისი ყურება სასიამოვნოა.
" - განაცხადა სლინჯერმა.

შეგახსენებთ, რომ სუარესი აიაქსში 2007-2011 წლებში თამაშობდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 159 მატჩში 111 გოლის გატანა და 68 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი