ქართველი ფეხბურთელი, ივა გელაშვილი იტალიაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სპეცისთან კონტრაქტს გააფორმებს, ინფორმაციას უნდის საინფორმაციო წყარო Spezia1906 ავრცელებს.
"ქართველი მცველი, რომელსაც ამ დღეებში ელოდნენ, იტალიაში ჩამოვიდა. მიმართულება რომია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ცენტრალური მცველი ბოლცანოში გასვლით მატჩს არ დაესწრო. თუმცა, კატანზაროში გასამართი შემდეგი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.
მნიშვნელოვანია, რომ ივა გელაშვილს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება გააჩნია და შეუძლია, კიდევ უფრო გაიზარდოს. ხელშეკრულების პირობები უნდა იყოს ისეთი, როგორიც აღვწერეთ – სესხი ყიდვის ვალდებულებით სულ ოთხი წლის განმავლობაში." - ვკითხულობთ სტატიაში.