საგოლე პასი "სასულოსთან" - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიასმ დღევანდელ მატჩში? » სპორტის ხაზი

საგოლე პასი "სასულოსთან" - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიასმ დღევანდელ მატჩში?

საგოლე პასი "სასულოსთან" - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიასმ დღევანდელ მატჩში?
28-08-2023, 00:50
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მეორე ტურში ნაპოლი სასულოს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

რა თქმა უნდა მთელი შეხვედრის განმავლობაში ტოტალურ უპირატესობას პარტენოპეი ქმნიდა. ამ დომინაციას კი მე-16 წუთზე პოლიტანოს მოპოვებული პენალტი და ვიქტორ ოსიმენის ზუსტი შესრულება მოჰყვა.

ამ გოლის შემდეგ ნეაპოლელები მეტოქეს ისევ აქტიურად უტევდნენ, თუმცა მწვავედ ვერ. ყველაფერი 61-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა.

ქართველი აქტიურად შემოვიდა, სამ წუთში კი საგოლე გადაცემაც მიიწერა - 64-ე წუთზე ხვიჩას პასით დი ლორენცომ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

90 წუთის შემდეგ SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. შეფასების პორტალმა ხვიჩას შეფასების სახით 7.4 ქულა დაუწერა.

საგოლე პასი "სასულოსთან" - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიასმ დღევანდელ მატჩში?


ქართველის შეფასება სასულოსთან


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.