ჩაკვეტაძემ "ბლექბერნთან" 35 წუთი ითამაშა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა? » სპორტის ხაზი

ჩაკვეტაძემ "ბლექბერნთან" 35 წუთი ითამაშა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა?

ჩაკვეტაძემ "ბლექბერნთან" 35 წუთი ითამაშა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა?
27-08-2023, 17:01
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონშიპის მეოთხე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფროდმა სახლში ბლექბერნი მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გავიდა - რაინ ჰეჯერსმა მეტოქისგან ასხლეტილი ბურთი მიიღო, ჰაერში ორჯერ დაამუშავა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს - ჩაკვეტაძე თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა რაიმე გამორჩეული არ შემოუთავაზებია.

შეფასების პორტალმა, SofaScore-მა 23 წლის ნახევარმცველის თამაში 6.5 ქულით შეაფასა.

ჩაკვეტაძემ "ბლექბერნთან" 35 წუთი ითამაშა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა?


გიორგის შეფასება ბლექბერნის წინააღმდეგ


ამ წაგების შემდეგ უოტფორდი მე-15 ადგილზეა 4 ქულით. გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, ქოვენთრის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ცხრილში მე-12 ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.