VIDEO: მესი საოცარ ფორმაშია - არგენტინელმა MLS-ს სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა » სპორტის ხაზი

VIDEO: მესი საოცარ ფორმაშია - არგენტინელმა MLS-ს სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა

VIDEO: მესი საოცარ ფორმაშია - არგენტინელმა MLS-ს სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა
27-08-2023, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

გამთენიისას ინტერ მაიამი სტუმრად ნიუ იორკ რედ ბულზს დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.

მესიმ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა ლეონარდო კამპანას ნაცვლად, როცა მისი გუნდი 1:0-ს იგებდა. მეორე გოლი შეხვედრაში სწორედ არგენტინელმა გაიტანა 89-ე წუთზე – მან ბენჰა კრემასკის პასი გამოიყენა.

ეს იყო ლიონელ მესისთვის პირველი მატჩი MLS-ში და პირველი გოლი ტურნირზე. სულ კი ფორვარდმა ინტერ მაიამიში სხვადასხვა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ამ ცხრა მატჩიდან ინტერ მაიამიმ ყველა მოიგო, რისი წყალობითაც ფლორიდულმა კლუბმა გაიმარჯვა ლიგების თასის გათამაშებაში და ფინალში გავიდა აშშ-ის ღია თასის ტურნირზე.

რაც შეეხება MLS-ს, ნიუ იორკ რედ ბულზთან შეხვედრამდე ინტერ მაიამი ბოლო ადგილზე იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში და ახლა 21 ქულით ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი