Gazzetta dello Sport : 'სერიალი დასრულდა, ოსიმენი ნაპოლისთან ახანგრძლივებს' » სპორტის ხაზი

Gazzetta dello Sport : 'სერიალი დასრულდა, ოსიმენი ნაპოლისთან ახანგრძლივებს'

Gazzetta dello Sport : 'სერიალი დასრულდა, ოსიმენი ნაპოლისთან ახანგრძლივებს'
13-08-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ცხელი ზაფხულის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენი ნაპოლისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და კლუბში კიდევ რამდენიმე წლით დარჩება, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა, Gazzetta dello Sport-ი.

"როგორც ჩანს, სერიალი დასრულდა. ნაპოლი მზადაა თავის სუპერგმირთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს" - ვკითხულობთ სტატიაში.

წყარო ასევე სძენს, რომ 24 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი ანაზღაურება სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება, ბონუსებით.

მოგეხსენებათ, პარტენოპეის ერთ-ერთი ლიდერის დამატება არაბულ, ალ ჰილალის სურდა, რომელმაც ფეხბურთელს წელიწადში 40 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ნიგერიელმა ეს შეთავაზება უარყო და იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.

ვიქტორი ნაპოლის მაისურით 2020 წლიდან გამოდის და ჩატარებულ 101 შეხვედრაში 59 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის მიწერა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.