ოფიციალურად: ლუკა პარკაძე ექვსთვიანი იჯარით „ადმირაში“ ითამაშებს » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: ლუკა პარკაძე ექვსთვიანი იჯარით „ადმირაში“ ითამაშებს

ოფიციალურად: ლუკა პარკაძე ექვსთვიანი იჯარით „ადმირაში“ ითამაშებს
11-08-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე, რომელიც ბაიერნის საკუთრებაა ექვსთვიანი იჯარით ადმირაში ითამაშებს, ინფორმაციას თავად კლუბიც ადასტურებს.

"უკვე ოფიციალურად – ადმირა შემტევი ლუკა პარკაძით გაძლიერდა. 18 წლის ქართველი მოთამაშე მიუნხენის ბაიერნიდან იჯარით დავიმატეთ. ლუკა პარკაძე სეზონის ბოლომდე ჩვენთან იჯარით ითამაშებს. მან თამაშის ნებართვა უკვე მიიღო." – წერია კლუბის განცხადებაში.

ოფიციალურად: ლუკა პარკაძე ექვსთვიანი იჯარით „ადმირაში“ ითამაშებს

პარკაძის იჯარა ადმირაში ოფიცილურად დადასტურდა

ამ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა ადმირას სპორტულმა დირექტორმა, პიტერ შტეგერმა, რომელმაც ქართველ ფეხბურთელზე და მის დადებით მხარეებზე ისაუბრა:

"აღტაცებულები ვართ ლუკას მონაცემებით, განსაკუთრებით შეტევაში. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და მიუნხენის ბაიერნმა ტყუილად არ დაიმატა. ამიტომ, ამ საიჯარო ხელშეკრულებას ჩვენთვის დიდ დატვირთვა აქვს, რადგან ლუკა თავიდანვე დაგვეხმარება თავისი შემოქმედებით. ასევე მადლობა მიუნხენის ბაიერნს, რომ ჩვენი განვითარების ფილოსოფიას ენდო."

ლუკა პარკაძემ კარიერა დინამო თბილისის აკადემიაში დაიწყო. კლუბის პირველ და მეორე შემადგენლობაში რამდენიმე მატჩის შემდეგ, ზაფხულს მიუნხენის ბაიერნში გადავიდა. პარკაძეს საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი