ლუკა პარკაძე მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ტალანტთა რადარზე მოხვდა » სპორტის ხაზი

ლუკა პარკაძე მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ტალანტთა რადარზე მოხვდა

ლუკა პარკაძე მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ტალანტთა რადარზე მოხვდა
28-09-2022, 20:10
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანულმა დღიურმა გაზეთმა The Guardian-მა 2005 წელს დაბადებული 60 ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა, სადაც კუთვნილი ადგილი 17 წლის ლუკა პარკაძემ დაიკავა.

"პარკაძე მრავალმხრივი ფეხბურთელია, მას ბევრი უნიკალური თვისება გააჩნია. ვხედავთ, რომ თამაში თანაბრად კარგად შეუძლია როგორც 8 ნომერზე, ისე ათიანსა და ფლანგზე. აღსანიშნავია, რომ პარკაძის თამაშის ყურებისას, თქვენ შეამჩნევთ მის გამორჩეულ დრიბლინგის უნარს. გარდა ამისა, ლუკაზე დაკვირვებისას ისიც ჩანს, რომ მას იოლად შეუძლია მეტოქე მცველების ჩამოშორება, საკვანძო გადაცემების შესრულება და გოლების გატანა", - The Guardian.

სასიხარულოა, რომ 17 წლის ქართველი ფეხბურთელი მომავალი წლიდან "ბაიერნში" ითამაშებს, რომელთანაც პარკაძემ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ჩვენი სკაუტები ლუკას გარკვეული ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მასზე კარგი წარმოდგენები შეგვექმნა. ამდენად, მოხარულები ვართ, რომ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ და ის ჩვენი ფეხბურთელი გახდება", - იოხენ ზაუერი, ბაიერნის კემპის დირექტორი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი