"დასრულებული ჯერ არაფერია, რადგან..." - აპოელის მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"დასრულებული ჯერ არაფერია, რადგან..." - აპოელის მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ

"დასრულებული ჯერ არაფერია, რადგან..." - აპოელის მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ
10-08-2023, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის დილა აპოელს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმრათა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდო სა პინტომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ წყვილში დასრულებული ჯერ არაფერია.

"პირველ ტაიმში ინიციატივა მეტოქეს დავუთმეთ და აგრესიულად თამაშიც ვერ მოვახერხეთ - ვფიქრობ, რომ პირველი გოლის ეპიზოდში გაგვიმართლა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, მეტოქის თამაში გავაანალიზეთ და უკეთაც ავთამაშდით, რასაც საბოლოოდ მეორე გოლიც მოყვა - მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარჯზე, მოგება დავიმსახურეთ.

დასრულებული არაფერია, რადგან გორის დილა გუნდია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია აფეთქება და მომენტების შექმნა
", - განაცხადა რიკარდო სა პინტომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი