მაროკო მომდევნო ეტაპზე გავიდა - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა » სპორტის ხაზი

მაროკო მომდევნო ეტაპზე გავიდა - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა

მაროკო მომდევნო ეტაპზე გავიდა - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
3-08-2023, 16:55
Aa Aa
გაზიარება:

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი სენსაცია დაფიქსირდა - გერმანია, ტურნირის ორგზის გამარჯვებული ჯგუფში ჩარჩა და მომდევნო ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა.

მაროკოს ნაკრების კოლუმბიასთან გამარჯვების შემდეგ, გერმანიის ეროვნულ გუნდს სამხრეთ კორეასთან გამარჯვება სჭირდებოდა, რათა მომდევნო ეტაპის საგზური მოეპოვებინა, თუმცა ყველაფერი განსხვავებულად მოხდა.

შეხვედრა ორივე ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, რასაც მალევე, მატჩის მეექვსე წუთზე ჩო სო-ჰიუნის გოლი მოყვა. გაშვებული გოლის შემდეგ გერმანია უფრო გააქტიურდა და ტაიმის ბოლოს ალექსანდრა პოპმა თავისი მეოთხე გოლის გატანა მოახერხა მესამე თამაშში და ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად მეორე ტაიმში მაქსიმალური ზეწოლისა გერმანიამ მოწინააღმდეგის კარის აღება მაინც ვერ შეძლო და საბოლოდ მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

მაროკო მომდევნო ეტაპზე გავიდა - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა

გერმანიამ სამხრეთ კორეასთან გამარჯვება ვერ მოახერხა

ამ მდგომარეობით H ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი ნაკრები - კოლუმბია და მაროკო 6-6 ქულით გავიდნენ. მესამე ადგილი 4 ქულით გერმანიას ერგო, ხოლო ბოლო ადგილი სამხრეთ კორეამ ერთადერთი ქულით დაიკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი