ლიონელ მესიმ ამერიკის ლიგის თასის 1/16 ფინალში ორლანდოსთან ბოლო მატჩში დუბლი შეასრულა, რისი წყალობითაც ინტერ მაიამ მეტოქე 3:1 დაამარცხა.
სტატისტიკის გამომთვლელი სააგენტოს, Opta-ს ინფორმაციით, 36 წლის მესი გახდა ფლორიდის გუნდის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში მოახერხა და ერთზე მეტი გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, მესიმ წინა მატჩში ატლანტა იუნაიტედთან მოახერხა დუბლის შესრულება.