"თამაშზე დომინაცია ჩვენ უნდა გვქონდეს, ეს აუცილებელია" - ანდრეი დემჩენკო » სპორტის ხაზი

"თამაშზე დომინაცია ჩვენ უნდა გვქონდეს, ეს აუცილებელია" - ანდრეი დემჩენკო

"თამაშზე დომინაცია ჩვენ უნდა გვქონდეს, ეს აუცილებელია" - ანდრეი დემჩენკო
3-08-2023, 11:33
Aa Aa
გაზიარება:

დღეს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალების განმეორებითი შეხვედრები გაიმართება, საქმეში კი სამ ქართულ კლუბს ვიხილავთ: დინამო თბილისს, გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოს.

აი, რაზე ისაუბრა გორის დილას უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ვორსკლასთან განმეორებითი მატჩის წინ:

"პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზეთ, ჩვენ დაწვრილებით გავიარეთ გასული მატჩების ყველა შეცდომა და შევეცდებით, რომ საპასუხო მატჩში ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ."

"პირველმა მატჩმა მეტოქისგან ბევრი ისეთი ნიუანსი გვანახა, რასაც არ მოველოდით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. თუ გვინდა, რომ მოედანზე ვდომინირებდეთ, აუცილებელია ბურთის კონტროლი მოვახერხოთ."

"ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევს და საკუთარ მოედანზე მათთან ერთად ამ ორრაუნდიანი ბრძოლის მოგების ძალა შეგვწევს"
, - თქვა დემჩენკომ

ცნობისთვის, გორის დილასა და ვორსკლას მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება, პირველი მატჩი კი უკრაინელებს 2-1 აქვთ მოგებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი